გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    ივლისი 2025    »
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
28293031 

საპატრიაქომ თერჯოლაში გარდაცვლილი 11 წლის მოზარდის, ავთანდილ აბჟანდაძისთვის წესის აგება დასაშვებად მიიჩნია

30-08-2020

საქართველოს საპატრიაქომ, თერჯოლის მუნიციპალიტეტში, ახლადგარდაცვლილი 11 წლის მოზარდის, ავთანდილ აბჟანდაძისთვის წესის აგება დასაშვებად მიიჩნია.

ამის შესახებ საპატრიარქო განცხადებას ავრცელებს, რომელსაც უცვლელად გთავაზობთ:

"თერჯოლის რაიონში ახლადგარდაცვლილი 11 წლის მოზარდის, ავთანდილ აბჟანდაძის, წესის აგებასთან დაკავშირებით მიგვაჩნია, რომ, მიუხედავად იმისა, ჯერჯერობით დაუდგენელია, რეალურად რა მოხდა და რა გახდა მიზეზი პატარა ავთანდილის ამქვეყნიდან გასვლისა, ასაკიდან და გარემოებიდან გამომდინარე, მისთვის წესის აგება უნდა იყოს ნებადართული.
გამოვთქვამთ დიდ გულისტკივილს მომხდარის გამო და აღვავლენთ ლოცვებს ავთანდილის უკვდავი სულისათვის, რათა უფალმა შეიწყალოს და აცხოვნოს იგი" - ნათქვამია განცხადებაში.

თერჯოლის რაიონში 11 წლის მოზარდი რამდენიმე დღის წინ გარდაიცვალა. გარდაცვალების მიზეზად ოჯახური ძალადობის ნიადაგზე ჩადენილი თვითმკვლელობა სახელდება.

მომხდარის გამო დაკავებულია მოზარდის მამა.