გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    აპრილი 2024    »
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
2930 

„ღირსეული პარტნიორი 2020“-ში მონაწილე ამერიკელი სამხედროები საქართველოში ჩამოვიდნენ

31-08-2020

მრავალეროვნული სწავლება „ღირსეული პარტნიორი 2020“ აქტიური მზადების პროცესშია. წვრთნებში მონაწილეობის მისაღებად აშშ-ის მე-2 საკავალერიო პოლკის სამხედროები სამხედრო პოლიციის მე-18 ბრიგადის პირად შემადგენლობასთან ერთად საქართველოში უკვე ჩამოვიდნენ.

წელს წვრთნებში ქართველ ჯარისკაცებთან ერთად ნატოს წევრი 4 ქვეყნის - აშშ, გაერთიანებული სამეფო, საფრანგეთი და პოლონეთი სამხედროები მიიღებენ მონაწილეობას, რომელიც სწავლების ოფიციალურ გახსნამდე საქართველოში ეტაპობრივად ჩამოვლენ.

სწავლება ოფიციალურად 7 სექტემბერს დაიწყება და მასში 2700-ზე მეტი სამხედრო მოსამსახურე მიიღებს მონაწილეობას. „ღირსეული პარტნიორი“ საქართველოში უკვე მეხუთედ ტარდება და მისი მიზანია საქართველოს, აშშ-ისა და პარტნიორ ქვეყნებს შორის მზადყოფნისა და თავსებადობის გაუმჯობესება, შავი ზღვის რეგიონში სტაბილური და უსაფრთხო გარემოს შენარჩუნებაში წვლილის შეტანა წარმოადგენს. სწორედ ამიტომ სწავლების მთავარი გზავნილია - „ძალა პარტნიორობაშია“. მრავალეროვნული წვრთნა კომპლექსურია და მისი სცენარი ითვალისწინებს სამეთაურო-საშტაბო და საველე სწავლებებს საბრძოლო სროლებით, ასევე, სამანევრო და საბრძოლო მხარდამჭერი ელემენტების ურთიერთქმედებას სტაბილურობის, თავდაცვით და შეტევით ოპერაციებში.