გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    მაი 2025    »
 1234
567891011
12131415161718
19202122232425
262728293031 

ტყიბულში მეშახტის პროფესიული დღე სახალხო ზეიმით აღნიშნა

31-08-2020

ტყიბულში მეშახტის პროფესიული დღე სახალხო ზეიმით აღნიშნა. ღონისძიებას შეუერთდნენ, იმერეთში სახელმწიფო რწმუნებული ზვიად შალამბერიძე, საქართველოს პარლამენტის წევრი, ტყიბულისა და თერჯოლის მაჟორიტარი დეპუტატი, ელგუჯა გოცირიძე, ტყიბულის მუნიციპალიტეტის მერი, თემურ ჩუბინიძე, საკრებულოს თავმჯდომარე ნატალია კობახიძე და კომპანია "საქნახშირი"-ს გენერალური დირექტორი ზურაბ აღდგომელაშვილი, რომლებმაც მეშახტეებს პროფესიული დღე მიულოცეს და ,,მეშახტეთა შრომის დიდების მემორიალი" ყვავილებით შეამკეს.

კომპანია "საქნახშირის" ორგანიზებითა და ტყიბულის მუნიციპალიტეტის მერიის მხარდაჭერით, მრავალფეროვანი გასართობი შოუ-პროგრამა დილიდან დაიწყო და მთელი დღის განმავლობაში გაგრძელდა.
გაიმართა შეჯიბრი ქართულ ჭიდაობაში , მოეწყო საბავშვო გასართობი ლოკაციები და ქუჩის თეატრის კოსტიუმირებული მსვლელობა. პატარების განწყობაზე კი, ოჩოებთან და დრამერებთან ერთად ზღაპრის გმირებიც ზრუნავდნენ. ბავშვებისათვის, ასევე გაიმართა ხატვის კონკურსი, რომელშიც გამარჯვებულები კომპანია "საქნახშირმა" დაასაჩუქრა.

სპეციალური სიგელები და ფულადი ჯილდოები გამორჩეულ მეშახტეებსაც გადაეცათ.

მოგვიანებით სცენა დაეთმო ადგილობრივ შემოქმედებით ანსაბლებს. დღის ბოლოს დასკვნითი კონცერტი გაიმართა, რომელშიც მონაწილეობდნენ:

- ნიაზ დიასამიძე და ,,33ა“,
- გაგა ჩიხლაძე ( ,,ფრანი“)
- ჯგუფი ,,გორდელა”
- ჯგუფი ,,რეგიონი“

ღონისძიება გრანდიოზული ფოიერვერკით დასრულდა.