გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    მარტი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
25262728293031

მსოფლიო ბანკი საქართველოს ციფრული ტრანსფორმაციის მხარდასაჭერად 35.7 მლნ ევროს გამოყოფს

31-08-2020

საქართველოს ფინანსთა მინისტრმა ივანე მაჭავარიანმა და მსოფლიო ბანკის რეგიონულმა დირექტორმა სამხრეთ კავკასიაში სებასტიან მოლინეუსმა ელექტრონულად მოაწერეს ხელი შეთანხმებას, რომლიც ითვალისწინებს 35.7 მლნ ევროს შეღავათიანი ფინანსური რესურსის გამოყოფას პროექტისთვის Log-in Georgia, რომლის მიზანია, მაღალსიჩქარიანი ინტერნეტის ხელმისაწვდომობის გაზრდა მთელი ქვეყნის მასშტაბით.
პროექტი სამი კომპონენტისგან შედგება:

• ფინანსურად ხელმისაწვდომ ფართოზოლოვან ინტერნეტთან წვდომის ზრდა;

• მაღალსიჩქარიან ინტერნეტთან დაკავშირებული ციფრული სერვისების გამოყენების ხელშეწყობა;

• პროექტის დანერგვის მხარდაჭერა.

პროექტის განხორციელების შედეგად, ათასამდე დასახლებულ პუნქტში, მათ შორის, მაღალმთიან რეგიონებში მცხოვრებ ნახევარ მილიონ მოქალაქეს ექნება შესაძლებლობა, ისარგებლოს მაღალი ხარისხის ინტერნეტით და ისეთი სერვისებით, როგორებიცაა: ელექტრონული ჯანდაცვა, განათლება, მმართველობა და ა.შ.

პროექტს კომუნიკაციების კომისიის მხარდაჭერით, ხუთი წლის განმავლობაში კომპანია Open Net-ი განახორციელებს. პროცესს ზედამხედველობას გაუწევს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო.
პროექტი Log-in Georgia საქართველოს მთავრობამ მსოფლიო ბანკთან თანამშრომლობით ფართოზოლოვანი ინტერნეტქსელების განვითარების 2020-2025 წლების ეროვნული სტრატეგიის ფარგლებში შეიმუშავა. სტრატეგიას 2020 წლის იანვარში, პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ მოაწერა ხელი.

მსოფლიო ბანკის აღმასრულებელ დირექტორთა საბჭომ პროექტისთვის 35.7 მლნ ევროს მოცულობის დაფინანსების გამოყოფის შესახებ გადაწყვეტილება მიმდინარე წლის 28 აგვისტოს მიიღო.