გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    მარტი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
25262728293031

თავდაცვის მინისტრი ნატო-ს სახმელეთო სარდლობის მეთაურს შეხვდა

1-09-2020

საქართველოს თავდაცვის უწყება ნატოს სახმელეთო სარდლობის მეთაურს მასპინძლობს. საქართველოს თავდაცვის მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი ნატო-ს სახმელეთო სარდლობის მეთაურს, გენერალ-ლეიტენანტ როჯერ კლუტიეს შეხვდა. მხარეებმა ნატო-საქართველოს თანამშრომლობის საკითხები განიხილეს. საუბარი შეეხო თავდაცვის სფეროში ნატო-ს მხარდაჭერით მიმდინარე პროგრამებსა და სამხედრო სწავლებებს, რომელიც საქართველოს თავდაცვისუნარიანობას კიდევ უფრო აძლიერებს და საქართველოს ალიანსში გაწევრიანებას ხელს უწყობს. ირაკლი ღარიბაშვილმა თავდაცვის სფეროში განხორციელებულ რეფორმებზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ ის სრულ თანხვედრაშია ნატო-ს რეკომენდაციებსა და პროცედურებთან.

მხარეებმა ავღანეთის ისლამურ რესპუბლიკაში ალიანსის ეგიდით მიმდინარე „მტკიცე მხარდაჭერის“, ასევე ევროკავშირის სამშვიდობო მისიებში ქართველი სამხედროების მონაწილეობაზეც ისაუბრეს, რაც საერთაშორისო უსაფრთხოების უზრუნველყოფისთვის საქართველოს მნიშვნელოვან წვლილზე მიუთითებს. შეხვედრაზე საუბარი შეეხო რეგიონის უსაფრთხოების საკითხებსა და საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებულ მდგომარეობას.

თავდაცვის მინისტრთან შეხვედრამდე, ნატო-ს სახმელეთო ძალების სარდალი საქართველოს თავდაცვის ძალების მეთაურს, გენერალ-მაიორ გიორგი მათიაშვილს შეხვდა. მოგვიანებით კი, საქართველოს თავდაცვის ძალების ხელმძღვანელი პირებისა და ნატოს დელეგაციის წევრების გაფართოებული შეხვედრა გამართა, სადაც მხარეებმა თავდაცვის სფეროში ნატო-საქართველოს თანამშრომლობის საკითხები დეტალურად განიხილეს.

ვიზიტის ფარგლებში გენერალ-ლეიტენანტი როჯერ კლუტიე მრავალეროვნული სწავლების „ღირსეული პარტნიორი 2020“ ფარგლებში გამართულ საჰაერო-სადესანტო კომპონენტის საჩვენებელ სწავლებას დაესწრება. ნატოს სახმელეთო სარდლობის დელეგაციის წევრები ნატო-საქართველოს წვრთნისა და შეფასების ერთობლივ ცენტრსაც (JTEC) ესტუმრებიან და ქართულ მხარესთან თანამშრომლობის გაღრმავების საკითხებზე მოლაპარაკებებს გამართავენ.