გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    აპრილი 2025    »
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
282930 

აქტიურად ვიქნები, ჩართული თქვენთვის მნიშვნელოვანი საკითხების გადაწყვეტაში - გოგი მეშველიანი ამომრჩეველთან შეხვედრას განაგრძობს

1-09-2020

პოლიტიკური გაერთიანება „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ ბოლნისის, დმანისის, თეთრიწყაროსა და წალკის მაჟორიტარობის კანდიდატი, გოგი მეშველიანი თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის სოფლების: ბორბალოს, ღოუბანის, ერტვისის, ვაშლოვანისა და ასურეთის მოსახლეობას შეხვდა.

დეპუტატობის კანდიდატი ადგილობრივებს განხორციელებულ და დაგეგმილ პროექტებზე ესაუბრა.

„აქაური მაცხოვრებლები უაღრესად მშრომელი და საინტერესო ხალხია. მიუხედავად ბოლო პერიოდში ინფრასტრუქტურის მიმართულებით განხორციელებული ბევრი პროექტისა, ჯერ კიდევ აქტუალურია სოფლამდე მისასვლელი გზებისა და სასმელი წყლის საკითხი. ჩვენ ინტენსიურად ვიმუშავებთ ცენტრალურ და ადგილობრივ ხელისუფლებასთან ერთად მოსახლეობისთვის მნიშვნელოვანი საკითხების რაც შეიძლება მოკლე ვადებში გადასაჭრელად“- განაცხადა გოგი მეშველიანმა.