გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    აპრილი 2025    »
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
282930 

ლანჩხუთში, სტიქიით დაზარალებულ და შეჭირვებულ ოჯახებს სასურსათო და ჰიგიენური ამანათები გადასცეს

2-09-2020

ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის მერმა ალექსანდრე სარიშვილმა და საქართველოს წითელი ჯვრის საზოგადოების ლანჩხუთის ორგანიზაციის ხელმძღვანელმა ნატო ჟორდანიამ სტიქიით დაზარალებულ და შეჭირვებულ ოჯახებს სასურსათო და ჰიგიენური ამანათები გადასცეს.

"მინდა მადლობა გადავუხადო საქართველოს წითელი ჯვრის საზოგადოების პრეზიდენტს ქალბატონ ნათია ლოლაძეს და ქალბატონ ნატო ჟორდანიას თანადგომისა და მხარდაჭერისათვის. ამ ოჯახებს გვერდით დგომა და დახმარება ახლა ყველაზე მეტად სჭირდება" - განაცხადა მუნიციპალიტეტის მერმა.
ამ დროისთვის დახმარება 73 ოჯახს გაეწევა.