გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    მაი 2024    »
 12345
6789101112
13141516171819
20212223242526
2728293031 

მიხეილ ჩხენკელმა წალენჯიხაში სოფელ ეწერის ახლადაშენებული სკოლა მოინახულა

3-09-2020

საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრი მიხეილ ჩხენკელი წალენჯიხის მუნიციპალიტეტის სოფელ ეწერის საჯარო სკოლას ეწვია და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად ახლადაშენებული სკოლის შენობა მოინახულა.

მიხეილ ჩხენკელი: „სამეგრელოში, წალენჯიხის მუნიციპალიტეტში, ვეწვიე სოფელ ეწერის საჯარო სკოლას, რომლის მშენებლობა უკვე დასრულდა. პროექტი მთლიანად დაფინანსებულია საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს მიერ. მოხარული ვარ, რომ ბავშვები ახალ სასწავლო წელს შეხვდებიან თანამედროვე გარემოში. სკოლა აღჭურვილია კომპიუტერული ლაბორატორიებით, თანამედროვე ტექნოლოგიებით. აქ სწავლისთვის ყველა პირობაა შექმნილი. მინდა ხაზგასმით აღვნიშნო, რომ ანალოგიური პროექტები – ახალი სკოლების მშენებლობა, სკოლების რეაბილიტაცია – მთელი საქართველოს მასშტაბით მიმდინარეობს, რადგანაც ჩვენს ახალგაზრდებზე, ბავშვებზე, მათ განათლებაზე ზრუნვა ჩვენი ხელისუფლების უმთავრეს პრიორიტეტს წარმოადგენს“.

სოფელ ეწერის თანამედროვე სტანდარტების სკოლა მზად არის 2020-2021 სასწავლო წლისთვის მოსწავლეების მისაღებად. იგი 120 მოსწავლეზეა გათვლილი. შენობა ადაპტირებულია სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე პირთათვის. სკოლის ეზოში მოეწყო სპორტული მოედანი. პროექტი სსიპ საგანმანათლებლო და სამეცნიერო ინფრასტრუქტურის განვითარების სააგენტოს ფინანსური მხარდაჭერით განხორციელდა და მისი ღირებულება 2.2 მლნ ლარზე მეტს შეადგენს.