4-09-2020
აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის მოვალეობის სემსრულებელი, რუსლან აბაშიძე გაეროს გენერალური ასამბლეის 74-ე სესიის ფარგლებში მიღებულ საქართველოს მხარდამჭერ რეზოლუციას განცხადებით გამოეხმაურა, რომელსაც უცვლელად გთავაზობთ:
"2020 წლის 3 სექტემბერს გაერო-სგენერალურმა ასამბლეამ, 74-ე სესიის ფარგლებში, 84 სახელმწიფოს მხარდაჭერით მიიღო რეზოლუცია „აფხაზეთიდან, საქართველო და ცხინვალის რეგიონიდან/სამხრეთ ოსეთიდან, საქართველო იძულებით გადაადგილებულ პირთა და ლტოლვილთა სტატუსის შესახებ“.
ეს არის საერთაშორისო საზოგადოებრიობის მიერ საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის, სახელმწიფოებრივი სუვერენიტეტისა და იძულებით ადგილნაცვალ პირთა მხარდაჭერის მორიგი ძლიერი დადასტურება.
რეზოლუცია წარმოადგენს არა მხოლოდ საქართველოს, არამედ უკვე 54 ქვეყნის ერთობლივ ინიციატივას, რაც ნათლად მეტყველებს, რომ საერთაშორისო საზოგადოებრიობა ქართულ სახელმწიფოსთან ერთად აგრძელებს ძალისხმევას საერთაშორისო სამართლის პრინციპების შესაბამისად საქართველოს ტერიტორიული მთლიაობის აღდგენის, კონფლიქტის სრულმასშტაბიანი მშვიდობიანი მოგვარებისა და იძულებით ადგილნაცვალ პირთა უსაფრთხო, ღირსეული, ნებაყოფლობითი და უპირობო დაბრუნებისათვისათვის.
აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის, დევნილი საზოგადოების სახელით, მადლობას ვუხდი ყველა იმ სახელმწიფოს, რომელმაც მხარი დაუჭირა რეზოლუციას და გახდა ინიციატივის თანაავტორი და იმედს გამოთქვამ, რომ ჩვენი ერთობლივი ძალისხმევა ახლო მომავალში გამოიღებს სასურველ შედეგს და დაასრულებს საქართველოს ტერიტორიების ოკუპაციას"-ნათქვამია განცხადებაში.