გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    აპრილი 2024    »
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
2930 

გოჩა ენუქიძე ონში პედაგოგებს შეხვდა

5-09-2020

,,ქართული ოცნება დემოკრატიული საქართველოს'' მესტიის, ცაგერის, ლენტეხის, ონისა და ამბროლაურის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი, გოჩა ენუქიძე ონის მუნიციპალიტეტში პედაგოგებს შეხვდა.

წელს ერთიან ეროვნულ გამოცდებში აბიტურიენტებმა ონიდან საუკეთესო შედეგები აჩვენეს მთელი ქვეყნის მასშტაბით და წარმატებით ჩაირიცხნენ არჩეულ უნივერსიტეტებში.

''პირველ რიგში თქვენ, პედაგოგებს გილოცავთ ამ დიდ წარმატებას. ბედნიერი ვარ, რომ დაგიფასდათ შრომა და თქვენმა აბიტურიენტებმა ჩვენ, ყველა ერთად გაგვახარეს.

გისურვებთ, ყოველთვის გეამაყოთ თქვენი მოსწავლეების წარმატებებით, ჩვენი რეგიონისა და ქვეყნის საიმედოდ''- განაცხადა გოჩა ენუქიძემ.