ხუთშაბათი, მაისი 01, 2025
გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    მაი 2025    »
 1234
567891011
12131415161718
19202122232425
262728293031 

TOP.GE
გიორგი გახარია: მსუბუქად მიმდინარე შემთხვევების და უსიმპტომო პაციენტების მკურნალობა, ექიმების სრული მეთვალყურეობის ქვეშ, თბილისში, ბათუმსა და ქუთაისში შესაძლებელია გაგრძელდეს სხვადასხვა სივრცეებში, მათ შორის,

7-09-2020

მსუბუქად მიმდინარე შემთხვევების და უსიმპტომო პაციენტების მკურნალობა, ექიმების სრული მეთვალყურეობის ქვეშ, შესაძლებელია 3 ქალაქის პირობებში - თბილისში, ბათუმსა და ქუთაისში, მართლაც გაგრძელდეს სხვადასხვა სივრცეებში, მათ შორის, სასტუმროებშიც, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს სხდომის შემდეგ გამართულ ბრიფინგზე, შესაბამისი კითხვის პასუხად განაცხადა.

როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, ეს ყველაფერი თენგიზ ცერცვაძის ხელმძღვანელობით მოქმედი კლინიკური ჯგუფის პროტოკოლების მიხედვით განხორციელდება.

„მოგეხსენებათ, ჩვენ გვყავს შექმნილი კლინიკური ჯგუფი, რომელსაც ბატონი თენგიზ ცერცვაძე ხელმძღვანელობს, ამ მიზნის მისაღწევად ჩვენ ვთხოვეთ და ეს ყველაფერი მათი პროტოკოლების მიხედვით განხორციელდება, ეს შესაძლებელია, ასეთი გეგმა გვაქვს,“- განაცხადა პრემიერმა.