გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    აპრილი 2024    »
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
2930 

გოჩა ენუქიძე ცაგერში საბავშვო ბაღის აღმზრდელებსა და სპორტის წარმომადგენლებს შეხვდა

7-09-2020

პოლიტიკური გაერთიანება ,,ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს'' მესტიის, ლენტეხის, ცაგერის, ონისა და ამბროლაურის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი, გოჩა ენუქიძე ცაგერის მუნიციპალიტეტში საბავშვო ბაღის აღმზრდელებსა და სპორტის წარმომადგენლებს შეხვდა.

გოჩა ენუქიძის განცხადებით, ცაგერის მუნიციპლიტეტში აშენდა 4 ახალი და რეაბილიტირდა 3 საბავშვო ბაღი.

აშენდა მრავალფუნქციური სპორტული დარბაზი ქალაქ ცაგერში. მოეწყო 3 ხელოვნურსაფარიანი სპორტული მოედანი და განთავსდა 14 ფიტნეს ტრენაჟორი ცაგერის მუნიციპალიტეტის მასშტაბით.

,,შეგიწყობთ ხელს, იყოთ წარმატებულები თქვენს საქმიანობაში, ჩვენი ცაგერის სიძლიერისთვის''-განაცხადა გოჩა ენუქიძემ.