გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    ივლისი 2025    »
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
28293031 

პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მოცულობა 0,5 პროცენტით გაიზარდა

8-09-2020

წინასწარი მონაცემებით, საქართველოში განხორციელებული პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მოცულობამ 2020 წლის II კვარტალში 237.8 მლნ. აშშ დოლარი შეადგინა, რაც 2019 წლის II კვარტალის დაზუსტებულ მონაცემებზე 0.5 პროცენტით მეტია.

საქსტატის ინფორმაციით, 2020 წლის II კვარტალში უმსხვილესი პირდაპირი ინვესტორი ქვეყნების პროცენტული სტრუქტურის მიხედვით პირველ ადგილზეა გაერთიანებული სამეფო - 24.8 პროცენტით, მეორე ადგილზე ნიდერლანდი - 22.4 პროცენტით, ხოლო მესამეზე თურქეთი - 13.3 პროცენტით.

სამი უმსხვილესი სექტორის წილმა (განხორციელებული პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მიხედვით) 2020 წლის II კვარტალში 57.0 პროცენტი შეადგინა. ყველაზე მეტი პირდაპირი უცხოური ინვესტიცია საფინანსო სექტორში განხორციელდა და 78.1 მლნ. აშშ დოლარს მიაღწია, რაც მთლიანი პირდაპირი უცხოური ინვესტიციების 32.9 პროცენტია. მეორე ადგილზე იმყოფება ენერგეტიკის სექტორი - 29.6 მლნ. აშშ დოლარით, ხოლო მესამეზე - მშენებლობის სექტორი 27.7 მლნ. აშშ დოლარით.