გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    აპრილი 2024    »
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
2930 

წელს თბილისობა აღარ გაიმართება

9-09-2020

შექმნილი ეპიდემიოლოგიური სიტუაციიდან გამომდინარე, „თბილისობა 2020“-ის ფარგლებში დაგეგმილი ღონისძიებები გაუქმდა. ჩატარდება მხოლოდ კონცერტები, რომლებიც ონლაინ რეჟიმში გადაიცემა,- ამის შესახებთბილისის მერმა, კახა კალაძემ დედაქალაქის მთავრობის სხდომაზე განაცხადა.

მისივე თქმით, ყველაზე მნიშვნელოვანი ადამიანის სიცოცხლე და ჯანმრთელობის უსაფრთხოებაა. სწორედ ამიტომ,უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს დღევანდელ სხდომაზე აღნიშნული გადაწყვეტილება მიიღეს.

„ყველამ იცით, რომ „თბილისობა“ ოქტომბრის პირველ შაბათ-კვირას იმართებოდა. არსებული რეალობიდან გამომდინარე, ამ ღონისძიებების გადადებამოგვიწევს. ჩვენთვის ყველაზე მთავარი და მნიშვნელოვანი გახლავთ ადამიანების სიცოცხლე და მათი ჯანმრთელობის უსაფრთხოება. შესაბამისად,„თბილისობის“ღონისძიებებიგაუქმდება. ჩვენ ვიმუშავებთ კულტურის სამსახურთან, რომ დავგეგმოთ მხოლოდ კონცერტები, რომლებიცLive რეჟიმშიგადაიცემა და მოქალაქეებს,საქართველოს მოსახლეობას ექნება შესაძლებლობა,„თბილისობა 2020“-ის კონცერტები ტელევიზიით იხილოს“, - განაცხადა კახა კალაძემ.