9-09-2020
ბათუმის იუსტიციის სახლი მუშაობას შენობის სრული დეზინფექციისა და სხვა პრევენციული ღონისძიებების დასრულების შემდეგ განაახლებს. დღეს დასრულდება შენობაში მომუშავე 100-ზე მეტი თანამშრომლის ტესტირების პროცესი.
პრევენციული ღონისძიებების გატარება 7 სექტემბერს, მას შემდეგ დაიწყო, რაც იუსტიციის სახლის თანამშრომელს კოვიდ ინფექცია დაუდასტურდა. იმავე დღეს დაიწყო და გრძელდება, როგორც მომსახურების სივრცეებისა და შეხვედრების ოთახების დეზინფექცია, ისე შენობის 17-ვე სართულზე განთავსებული სხვადასხვა უწყების სამუშაო ფართების სპეციალური საშუალებებით დამუშავება.
როგორც იუსტიციის სამინისტროში აცხადებენ, ბათუმის იუსტიციის სახლის გასხნის გადაწყვეტილება მას შემდეგ იქნება მიღებული, რაც უწყება სრულად განახორციელებს ჯანდაცვის სამინისტროს მიერ რეკომენდირებულ ყველა პრევენციულ ზომას და დარწმუნდება, რომ გარემო უსაფრთხოა, როგორც მომხმარებლებისათვის, ისე იუსტიციის სახლში დასაქმებული თანამშრომლებისათვის.
მათივე ინფორმაციით, იუსტიციის სახლის ყველაფერს აკეთებს იმისთვის, რომ სერვისების უსაფრთხო გარემოში მიწოდების პროცესი უმოკლეს ვადებში აღდგეს. სამუშაო რეჟიმის განახლების შესახებ, საზოგადოებას ინფორმაცია დამატებით მიეწოდება.