გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    ოქტომბერი 2025    »
 12345
6789101112
13141516171819
20212223242526
2728293031 

ნათია მეზვრიშვილი: მოქალაქეებს მოვუწოდებთ, მაქსიმალურად დაიცვან წესები

9-09-2020

მოქალაქეებს მოვუწოდებთ, რომ მაქსიმალურად დაიცვან წესები, გამოიჩინონ მაღალი სამოქალაქო პასუხისმგებლობა, ატარონ პირბადეები, დაიცვან დისტანცია, - ამის შესახებ საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის უფროსმა ნათია მეზვრიშვილმა, უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს დასრულების შემდეგ, ბრიფინგზე განაცხადა.

მისივე თქმით, პირბადეების რეგულაციის და ამ მოთხოვნის შესრულება განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, რაც მკაცრად იქნება გაკონტროლებული შესაბამისი სახელმწიფო უწყებების მიერ.

„აღსრულების კონტროლი მოხდება აქტიურად და შედარებით უფრო გამკაცრდება. აქტიურად იმუშავებს, როგორც პოლიცია, ასევე შრომის ინსპექცია. ამიტომ, კიდევ ერთხელ მოგიწოდებთ, რომ მაქსიმალურად დაიცვათ წესები“, - აღნიშნა ნათია მეზვრიშვილმა.