გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    ივლისი 2024    »
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
293031 

ბათუმში აღმოჩენილი ქვევრი მუშა პერსონალის დაუდევრობით განადგურდა

19-11-2017

ბათუმში, თამარის დასახლებაში, კანალიზაციის ქსელის სარეაბილიტაციო სამუშაოების დროს, მიწის ქვედა ფენებში მუშებმა ქვევრი აღმოაჩინეს. უვნებლად შემონახული ექსპონატი, აღმოჩენიდან მალევე განადგურდა. სარეაბილიტაციო სამუშაოებზე დასაქმებულებმა ქვევრი ჯერ ხელით, შემდეგ ქვით და ბოლოს ტრაქტორის დახმარებით ჩამოამტვრიეს. 

ქვევრი მუშებმა, ე.წ. თამარის ციხიდან 300 მეტრში, ძმები ნობელების მუზეუმის მიმდებარე ტერიტორიაზე, 2 დღის წინ იპოვეს.

ფაქტის ამსახველი ვიდეო მასალა სოციალურ ქსელ ფეისბუქზე, თამარის დასახლების მაცხოვრებლებმა ატვირთეს. ლაშა მელაძე წერს: "ბ.ნ.ზ თამარის დასახლებაში საკანალიზაციო სარეაბილიტაციო სამუშაოს შესრულების დროს აღმოჩენილ იქნა დაახლობით ასი ლიტრის ოდენობის ქვევრი. ფაქტი, ვფიქრობ, საინტერესოა და საჭიროებს არქეოლოგების შესაბამისი სპეციალისტების მიერ შესწავლას. გთხოვთ, მივაქციოთ ყურადღება !!!"


წყარო: "აჭარის ტელევიზია"