გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    იანვარი 2026    »
 1234
567891011
12131415161718
19202122232425
262728293031 

გოჩა ენუქიძემ ლენტეხის მუნიციპალიტეტში შეხვედრა გამართა

10-09-2020

პოლიტიკური გაერთიანება ,,ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს" მესტიის, ცაგერის, ლენტეხის, ონისა და ამბროლაურის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი, გოჩა ენუქიძე ლენტეხის მუნიციპალიტეტში, სკოლის პედაგოგებს, საბავშვო ბაღის აღმზრდელებს, კულტურის, სპორტის, ტურიზმის, ფერმერული განვითარებისა და ხელშეწყობის ცენტრის წარმომადგენლებს შეხვდა.

,,შესაბამისი ინფრასტრუქტურის მოწესრიგება და აღჭურვა ტექნიკით მთავარი ნაბიჯია ამ სფეროების წარმატებისკენ, ამიტომ ამ მიმართულებით, ბოლო წლებში მნიშვნელოვანი ქმედითი ნაბიჯები გადაიდგა:

-რეაბილიტირდა 7 საჯარო სკოლა.

-მოეწყო 14 სპორტული მოედანი ლენტეხის მუნიციპალიტეტის მასშტაბით.

-რეაბილიტირდა 2 საბავშვო ბაღი.

-დაბა ლენტეხში აშენდა ახალგაზრდული ცენტრი.

-მუნიციპალიტეტი აღიჭურვა სასოფლო-სამეურნეო ტექნიკით.

ხელს გიწყობთ, მხარს გიჭერთ და გგულშემატკივრობთ თქვენი სფეროების კეთილდღეობისთვის, ჩვენი რეგიონის განვითარების საქმეში''-განაცხადა გოჩა ენუქიძემ.