გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    აპრილი 2024    »
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
2930 

10 სექტემბრის მონაცემებით, საქართველოდან 505 ტონა ვაშლია ექსპორტირებული

11-09-2020

დარგის განვითარების ხელშემწყობი ღონისძიებების შედეგად, საქართველოში წელს, ვაშლის უხვი მოსავალია.

ვაშლის საპროგნოზო მოსავალი, შარშანდელთან შედარებით, 3-ჯერაა გაზრდილი და 120 ათას ტონაზე მეტს შეადგენს.

სოფლიე მეურნეობის სამინისტროს ინფორმაციით, 10 სექტემბრის მონაცემებით, საქართველოდან ექსპორტირებულია 505 ტონა ვაშლი, რაც 300 % -ზე მეტია გასული წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელთან შედარებით.
ქართული ვაშლი წელს, რუსეთის ფერედაციის და ყაზახეთის სახელმწიფოს ტრადიციული ბაზრების გარდა - სომხეთის რესპუბლიკასა და სიანგანში (ჰონკონგი) გავიდა.
ქართული ვაშლის ექსპორტის მაჩვენებელი ქვეყნების მიხედვით ასეთია: რუსეთის ფედერაცია (466 ტონა), ყაზახეთის რესპუბლიკა (37 ტონა), სომხეთის რესპუბლიკა ( 2 ტონა), სიანგანი (0,10 ტონა).

ექსპორტირებული ვაშლით მიღებული შემოსავალი 250 %-ით აღემატება გასული წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელს და 218 000 აშშ დოლარს წარმოადგენს.

სახელმწიფოს მხარდაჭერით, საქართველოს მასშტაბით, 1 128 ჰექტარზე ინტენსიური და ნახევრად ინტენსიური ვაშლის ბაღები გაშენდა.

პროგრამის „დანერგე მომავალი“ ფარგლებში, სახელმწიფოს თანადაფინანსებამ 9 მლნ ლარზე მეტი შეადგინა.