გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    აპრილი 2026    »
 12345
6789101112
13141516171819
20212223242526
27282930 

თბილისში, გორში, რუსთავში, ქუთაისში, ზუგდიდსა და ფოთში სწავლა 15 სექტემბერს დისტანციურად დაიწყება, ხოლო კლასებში სწავლება 1-ელ ოქტომბრიდან გაგრძელდება

11-09-2020

ჩვენ დღეს ყველამ ერთად მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ ორი კვირით, ისევე, როგორც ბათუმში, სასწავლო პროცესი გადაიდოს პირველ ოქტომბრამდე, მსხვილ ქალაქებში - თბილისში, ქუთაისში, რუსთავში, გორში, ზუგდიდში და ფოთში, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ, უწყებათაშორისი საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ, ბრიფინგზე განაცხადა.

პრემიერის თქმით, აღნიშნულ ქალაქებში, კლასებსა და აუდიტორიებში სასწავლო პროცესი 1-ლი ოქტომბრიდან დაიწყება, მანამდე კი სწავლება დისტანციურად წარიმართება.

„ეს ჩვენთვის საჭიროა იმისთვის, რომ სწორად შევაფასოთ დღეს მიმდინარე რისკები და ამისთვის ჩვენ გვჭირდება ეპიდემიოლოგებთან ერთად ორი კვირა. ამის შემდგომ ჩვენ უკვე მივიღებთ დამატებით გადაწყვეტილებებს ბავშვებთან მიმართებაში“, - განაცხადა გორგი გახარიამ.