სამშაბათი, ივნისი 24, 2025
გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    ივნისი 2025    »
 1
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
30 

TOP.GE
იოსებ ხახალეიშვილი: "მასტერ ლიგა" ხელს უწყობს ცხოვრების ჯანსაღი წესის პოპuლარიზაციას, ჩვენ ყოველთვის უნდა ვიყოთ მსგავსი ღონისძიებების ხელშემწყობები

13-09-2020

„ქართული ოცნება დემოკრატიული საქართველოს“ ქუთაისის მერობის კანდიდატი იოსებ ხახალეიშვილი, „ქართული ოცნების“ ქუთაისის მაჟორიტარობის კანდიდატთან ზაზა ლომინაძესთან და ქალაქის თვითმართველობის წარმომადგენლებთან ერთად ქუთაისში "მასტერ ლიგის" სამოყვარულო ჩემპიონატის გახსნას დაესწრო.

"ეს ძალიან მისასალმებელი პროექტია. ტურნირში, რომელშიც 10 ქუთაისური გუნდი მონაწილეობს, საქართველოს მასშტაბით 12000 ახალგაზრდა იქნება ჩართული. "მასტერ ლიგა" ხელს უწყობს ცხოვრების ჯანსაღი წესის პოპილარიზაციას, ახალგაზრდების სპორტით დაინტერესებას და ჯანსაღ სპორტულ აზარტს. ჩვენ ყოველთვის უნდა ვიყოთ მსგავსი ღონისძიებების ხელშემწყობები. სწორედ ასეთ ტურნირებს და ახალგაზრდულ მისწრაფებებს უნდა გავუწიოთ პოპულარიზაცია“, - განაცხადა იოსებ ხახალეიშვილმა.

საფეხბურთო ტურნი MASTER LEAGUE საპილოტე ფორმატით პირველად გასულ წელს ჩატარდა. სამოყვარულო ფეხბურთი 7×7, რომელიც თბილისის მერიის და უშუალოდ კახი კალაძის ხელშეწყობით და ინიციატივით ეწყობა წელს განსხვავებული ფორმატით ჩატარდება და მასში მთელი ქვეყნის მასშტაბით დაახლოებით 544 გუნდი მიიღებს მონაწილეობას. პროექტი განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროსთან ერთად ხორციელდება.