გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    აპრილი 2026    »
 12345
6789101112
13141516171819
20212223242526
27282930 

ბათუმის გეზში მებაჟეებმა ნარკოტიკული ნივთიერების შემცველი მედიკამენტები აღმოაჩინეს

14-09-2020

„ბათუმის“ გაფორმების ეკონომიკურ ზონაში ნარკოტიკული ნივთიერების შემცველი მედიკამენტების სახელმწიფო საზღვარზე უკანონოდ შემოტანის ფაქტი აღიკვეთა.

ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის ,,ბათუმის პორტის“ მებაჟე ოფიცრებმა, ეჭვის საფუძველზე, საქართველოს მოქალაქის სახელზე გამოგზავნილი ავტოსატრანსპორტო საშუალებისა და მისი კუთვნილი ბარგის დათვალიერების შედეგად, 110 აბი ნარკოტიკული ნივთიერების შემცველი მედიკამენტი აღმოაჩინეს.

საქმის მასალები, შემდგომი რეაგირების მიზნით, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს გადაეცა.