გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    აპრილი 2024    »
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
2930 

მდინარაძე: უკრაინის მმართველი პარტიის წარმომადგენლებმა გაშიფრეს, რომ სააკაშვილი საერთაშორისო პოლიტიკური თაღლითი და დამნაშავეა

14-09-2020

„მე არ მინდა დავემსგავსო იმ ადამიანებს, ვინც ოჯახის წევრებზე დამცინავ, შეურაცხმყოფელ და მსგავს კომენტარებს აკეთებენ. ჩვენ რამდენიმე ხნის წინ ვნახეთ დაცინვის მცდელობა „ნაციონალური მოძრაობის“ ტელეკომპანიის ხელმძღვანელის მხრიდან, რომელმაც წმინდა ოჯახის სინდრომით დაავადებული უწოდა მმართველი პარტიის ლიდერს.

ის, რომ მართლაც სიწმინდეა ოჯახი, სამშობლო და შეიძლება რომელიმე ადამიანს ის მართლა უყვარდეს, უმაღლეს ხარისხში ჰყავდეს აყვანილი - მათთვის როგორც ჩანს, წარმოუდგენელია. მე არ მინდა მათსავით მოვიქცე და ოჯახის წევრებს შევეხო ცუდად, ნეგატიურად. მათი საქმეა ვის დააყენებენ კანდიდატად. ისინი ცდილობენ საჯარო პირებად გახადონ თავისი ოჯახის წვერები. მიხეილ სააკაშვილი ამაზეც არ იხევს უკან“, - ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილემ, მამუკა მდინარაძემ მედიის წარმომადგენლებს განუცხადა.

მისი თქმით, თუკი ეს იქნება სააკაშვილის ოჯახის წევრი, კიდევ უფრო მეტი კრახისთვის არის მისი საარჩევნო შედეგი განწირული, იქიდან გამომდინარე, რომ ის, პირდაპირ დაკავშირებულია და ოჯახია მიხეილ სააკაშვილის.

„ჩვენმა უკრაინელმა მეგობრებმა და მმართველი პარტიის წარმომადგენლებმა გაშიფრეს, რომ მიხეილ სააკაშვილი არის საერთაშორისო პოლიტიკური თაღლითი, რომ ის არის დამნაშავე, რომლის მოქმედებების ფუნდამენტი არის მხოლოდ და მხოლოდ ყალბი პიარი და ყალბი აღიარებები“, - განაცხადა მამუკა მდინარაძემ.​