გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    აპრილი 2024    »
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
2930 

ბოლნისის მერიამ საჯარო და კერძო სკოლებს საჩუქრად წიგნები გადასცა

14-09-2020

ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერიამ მუნიციპალიტეტში მოქმედ ყველა საჯარო და კერძო სკოლას, ახალი სასწავლო წლის დაწყებასთან დაკავშირებით, საჩუქარი მოუმზადა და მათ 28 დასახელების მხატვრული ლიტერატურა შეუძინა.

წიგნები ქალაქ ბოლნისის N5, სოფელ ბოლნისისა და სოფელ ტალავერის N1 საჯარო სკოლებს ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერმა პირადად გადასცა.

აღნიშნული აქციის მიზანი მუნიციპალიტეტის მასშტაბით არსებული სკოლების ბიბლიოთეკების ფონდის გაზრდა და მოსწავლეებში მხატვრული ლიტერატურის პოპულარიზაციაა.

,,ახალი სასწავლო წლის დაწყებასთან დაკავშირებით, მერიამ მუნიციპალიტეტის მასშტაბით მოქმედ ყველა საჯარო და კერძო სკოლას საჩუქრად მხატვრული ლიტერატურა გადასცა. ვფიქრობ, ეს ჩვენი სკოლების ბიბლიოთეკების ფონდს უდავოდ გაამდიდრებს. იმედი მაქვს, რომ მოსწავლეები ამ შესანიშნავ ნაწარმოებებს აქტიურად გაეცნობიან. მინდა თოთოეულ მოსწავლეს სკოლის დაწყება მივულოცო და მათ წარმატებული სასწავლო წელი ვუსურვო. ბოლნისის მუნიციპალიტეტი ყოველთვის დიდ ყურადღებას აქცევს განათლებას და ვფიქრობთ, განათლებული და ერუდირებული ახალი თაობისთვის აუცილებელია ახალგაზრდებში მხატვრული ლიტერატურის პოპულარიზაცია”,- განაცხადა ბოლნისის მუნიციპალიტიტეტის მერმა დავით შერაზადიშვილმა.