14-09-2020
პოლიტიკური გაერთიანება „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ ოზურგეთის, ლანჩხუთის და ჩოხატაურის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი ვასილ ჩიგოგიძე - ლაითურის, ნარუჯის, ლიხაურის, ჭანიეთის, სილაურის, ბაილეთის, სოფელ ოზურგეთისა და ექადიის უბნის მაცხოვრებლებს შეხვდა.
მოსახლეობამ დეპუტატობის კადიდატს მათთვის მნიშვნელოვანი საჭიროებები გააცნო.
„ ყოველდღიურ რეჟიმში ვხვდები გურიის რეგიონის მოსახლეობას და მათთან ერთად ვსაუბრობ იმ საჭიროებებზე, რაც ადგილობრივებს აწუხებთ. წლების განმავლობაში აქ ბევრი პრობლემა იყო, თუმცა „ქართული ოცნების“ ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ ამ პრობლემების მნიშვნელოვანი ნაწილი მოგვარდა: კეთდება გზები, ხიდები, განხორციელდა გაზიფიცირების სამუშაოები, რეაბილიტირდა კულტურული ობიექტები, აშენდა საჯარო სკოლები და ამბულატორიები. თუმცა, ვიცი რომ ჯერ კიდევ ბევრი პრობლემაა და მუნიციპალიტეტის თვითმმართველობასთან ერთად, ყველა საკითხის გადაჭრაში ვიქნები აქტიურად ჩართული“ - განაცხადა ვასილ ჩიგოგიძემ.
შეხვედრას „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ ოზურგეთის საოლქო ორგანიზაციისა და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები ესწრებოდნენ.