გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    მაი 2025    »
 1234
567891011
12131415161718
19202122232425
262728293031 

ვასილ ჩიგოგიძე ჩოხატაურის სოფლებში მოსახლეობას შეხვდა

14-09-2020

პოლიტიკური გაერთიანება „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ ოზურგეთის, ლანჩხუთის და ჩოხატაურის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი ვასილ ჩიგოგიძე, ჩოხატაურის შტაბის ხელმძღვანელთან, ირაკლი კუჭავასთან ერთად, მუნიციპალიტეტის სოფლებში ფარცხმის, დაბლაციხის, ბუკისციხის და იანეულის მოსახლეობას შეხვდა.

დეპუტატობის კანდიდატმა ადგილობრივებს მიმდინარე და დაგეგმილი პროექტები გააცნო. მისი თქმით, ბევრი პროექტი განხორციელდა, თუმცა, გამოწვევები კვლავ რჩება.

„ოთხივე სოფელი სრულად გაზიფიცირდა. აშენდა საბავშვო ბაღი, სოფლის სკოლებს ჩაუტარდა რეაბილიტაცია. შიდა სასოფლო გზებზე დაიგო ასფალტი და ბეტონი. სოფლებში წყალმომარაგების პრობლემა ბევრ უბანში გადაჭრილია, თუმცა მაინც რჩება უბნები, სადაც ეს პრობლემა მოსაგვარებელია. გავაკეთებ შესაძლებლობის მაქსიმუმს და არსებული საჭიროებები აუცილებლად იქნება გათვალისწინებული. „ქართული ოცნების“ გუნდთან ერთად შევძლებ დაწყებული და დაგეგმილი პროექტების მოსახლეობამდე მიტანას და ვიზრუნებ მათთვის უკეთესი ცხოვრების პირობების შესაქმნელად“ - განაცხადა ვასილ ჩიგოგიძემ.