გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    ივნისი 2025    »
 1
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
30 

15 013 კოლოფი სხვადასხვა დასახელების უაქციზო სიგარეტის გადაზიდვის ფაქტზე ერთი პირი დააკავეს

15-09-2020

საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებმა, შინაგან საქმეთა სამინიტროს აფხაზეთის ა/რ პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებთან კოორდინაციით, გატარებული ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, მარკირებას დაქვემდებარებული განსაკუთრებით დიდი ოდენობით აქციზური საქონლის, აქციზური მარკის გარეშე გადაზიდვის ფაქტზე, ერთი პირი დააკავეს.

ჩხრეკის შედეგად ამოღებულია 15 013 კოლოფი სხვადასხვა დასახელების უაქციზო სიგარეტი, რომლის სავარაუდო ღირებულება 61 500 ლარს აღემატება. საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ასევე ამოღებულია დაკავებულის მართვის ქვეშ მყოფი ავტოსატრანსპორტო საშუალება.

გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის მე-200 მუხლის მე-3 ნაწილით მიმდინარეობს, რაც სასჯელის სახით ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას 6 დან 8 წლამდე ვადით.