გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    აპრილი 2024    »
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
2930 

რატი იონათამიშვილი სააკაშვილზე: ანომალიაა, რომ საკუთარ დედას უშვებ ბრძოლაში, რომელიც იცი, რომ წაგებული გაქვს და შედეგი იქნება კრახი

15-09-2020

„ჩვენი საზოგადოებისთვის საინტერესო და მრავლისმთქმელი იყო იმ აღიარებების კასკადი, რაც „ნაციონალური მოძრაობის“ კრიმინალური კლასტერისგან და მათი კრიმინალი ლიდერისგან მოვისმინეთ“, - განაცხადა ფაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, რატი იონათამიშვილმა პარლამენტის პლენარული სხდომის პოლიტიკური განცხადებების ნაწილში. მისი თქმით, ყველაფერი დაიწყო პეიზაჟების ფონზე მოსეირნე სააკაშვილმა, რომელმაც, ფაქტობრივად, მის მიერ და მისი გუნდის მიერ ჩადენილი უმძიმესი დანაშაულები აღიარა.

„შემდეგ მისი კლასტერის ერთ-ერთი წევრისგან გავიგეთ, რომ სააკაშვილი 500-ევროიანი კუპიურაა დანარჩენებისთვის. შემდეგ გავიგეთ, რომ ისინი სოციოლოგიურ კვლევებს აყალბებდნენ, თუმცა ეს საზოგადოებამ ისედაც კარგად იცოდა. ამის კულმინაცია ისევ სააკაშვილი იყო, რომელმაც კითხვას “რატომ ახლა?“ უპასუხა, რომ ახლა დადგა სიმართლის დრო. ე. ი. მათთვის მანამდე სიცრუის დრო იყო. მათ იცოდნენ, რა დანაშაულებებსაც სჩადიოდნენ, მაგრამ არ საუბრობდნენ იმიტომ, რომ არჩევნებზე იფიქრეს, რომ ამით შეუძლიათ ვიღაცის გულის მოგება, რაც განწირულია თავიდანვე. რადგან იქვე ახსენეს, რომ ახლა ყველა კარტის გახსნის დრო მოვიდა და რასაც ის „კარტის გახსნას“ უწოდებს, სინამდვილეში ათასობისთ ადამიანის გაუბედურებული და დაღუპული სიცოცხლე და ჯანმრთელობაა. საინტერესო იქნება, შევადაროთ საარჩევნო გარემოც, მაგალითად, რადიკალური ოპოზიციის მუდმივი დღის წესრიგი წინასაარჩევნოდ არის: „მინდა ვიყო მაჟორიტარი“, „მინდა ვიყო პრემიერი“, როგორი დეზინფორმაციები გავავრცელო კოვიდ19-თან დაკავშირებით, როგორ გამოვიყენოთ ადამიანის პირადი ტრაგედიები საკუთარი ინტერესისთვის. ამას ვერ გასცდა დღემდე რადიკალური ოპოზიცია მაშინ, როცა ჩვენ გვაქვს პროაქტიული და საქმიანი საარჩევო კამპანია. ჩვენი მაჟორიტარები აქტიურად ხვდებიან მოსახლეობას. ჩვდენ გვქონდა განახლებული გუნდის პრეზენტაცია და საზოგადოებამ ნახა წარმატებული ადამიანები, რომელთა უკანაც წარმატებული ისტორიები დგას, რამაც ძალიან დააბნია „ნაციონალური მოძრაობა“ და მე ეს არ მიკვირს, რადგან ჩვენ გვახსოვს,რომ 2016 წლის საპარლამენტო არჩევნებზე ნაციონალურ მოძრაობას ჰყავდა მხოლოდ ერთი ახალი სახე და ეს იყო რომან გოცირიძე. 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებზე, როგორც ჩანს, მათი ერთი ახალი სახე იქნება გუბაზ სანიკიძე, ხოლო ზუგდიდში მაჟორიტარობის კანდიდატი ისევ საკუთარი ოჯახის წევრი -მიხეილ სააკაშვილის დედაა. ეს არის შუა საუკუნეების მმართველის მენტალიტეტის გამოვლინება. ერთი პრობლემა ხომ ის არის, რომ ამ პარტიაში არავის სურს შესვლა, მასში გაწევრიანება და მასთან ასოცირება და მეორე ანომალია არის ის, რომ საკუთარ ოჯახის წევრს უშვებ იმ ბრძოლაში, რომელიც წინასწარ იცი, რომ წაგებული გაქვს და შედეგი იქნება კრახი. „ნაციონალური მოძრაობის“ პროცენტები დღითიდღე უფასურდება და ქვევით და ქვევით ეცემა. და როდესაც ამ პროცესში დედის შეყვანა გინდა, ამაზე მძიმე და მიუღებელი რა შეიძლება იყოს?! როგორც არ უნდა დამალოს „ნაციონალურმა მოძრაობამ“ სოციოლოგიური კვლევები, რომლითაც მათი რეიტინგები სულ უფრო ეცემა, ვფიქრობ, 1%-ის გადალახვაც საოცნებოდ გაუხდებათ, ჩვენი ქვეყანა კი გააგრძელებს სწორ და სრაფ განვითარებას „ქართულ ოცნებასთან“ ერთად“, -განაცხადა რატი იონათამიშვილმა.​