გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    სექტემბერი 2020    »
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
282930 

“ჯიპიაი ჰოლდინგი” კორპორაციულ სადაზღვევო ბაზარზე ყველაზე დიდ წილს ფლობს

15-09-2020

საქართველოს დაზღვევის ზედამხედველობის მიერ გამოქვეყნებული ანგარიშის მიხედვით “ჯიპიაი ჰოლდინგს” კორპორაციული დაზღვევის მიმართულებით ბაზარზე ყველაზე დიდი - 20%- ანი წილი აქვს. 2020 წლის 6 თვის მონაცემებით კომპანიამ კორპორაციული დაზღვევის პორთფელში 39 637 411 ლარი მოიზიდა, რაც 2019 წლის ორ კვარტალთან შედარებით 6%-ით მეტია.

აღსანიშნავია, რომ ზედამხედველობის ანგარიშის მიხედვით კომპანიას კორპორატიული დაზღვევის ბაზარზე ზრდა აქვს , როგორც სიცოცხლის ასევე არასიცოცხლის მიმართულებით სადაზღვევო პროდუქტებზე. კორპორატიული ჯანმრთელობის დაზღვევის კუთხით ჯიპიაი ინდუსტრიის ლიდერია და 23 383 164 ლარი მოზიდული პრემიით, ბაზრის 27%-ს იკავებს. 4%-ანი ზრდა აქვს კომპანიას კორპორატიული ავტო დაზღვევის პორტფელში. ამ მიმართულებით ჯიპიაიმ 3 970 127 ლარი პრემია მოიზიდა და ბაზრის 19,61% უჭირავს.

2020 წლის 6 თვის შედეგების მიხედვით, პანდემიის მიუხედავად, კორპორაციული სადაზღვევო ბაზარი 11%-ით გაიზარდა. კომპანიების მიერ მოზიდულმა ჯამურმა სადაზღვევო პრემიამ 197 665 396 ლარი შეადგინა, რაც წინა წლის ანალოგიურ მაჩვენებელზე 20 მლნ ლარით მეტია. ანგარიშიც მიხედვით კორპორაციული ბაზრის ზრდაც, ძირითადად ჯანმრთელობის დაზღვევის წილის ზრდის ხარჯზე მოხდა. არასიცოცხლის მიმართულება კი კრიზისის ფონზე სადაზღვევო ინდუსტრიისთვის, ამ შემთხვევაშიც მნიშვნელოვან გამოწვევად რჩება.