გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    ოქტომბერი 2025    »
 12345
6789101112
13141516171819
20212223242526
2728293031 

რესან კონცელიძე და ტიტე აროშიძე ბათუმში ამომრჩევლებს შეხვდნენ

15-09-2020

„ქართული ოცნების“ ბათუმის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი, რესან კონცელიძე და აჭარის უმაღლესი საბჭოს მაჟორიტარობის კანდიდატი, ტიტე აროშიძე ამომრჩევლებთან შეხვედრას განაგრძობენ.

საარჩევნო კამპანიის ფარგლებში, მორიგი შეხვედრა ბათუმის აგრარულ ბაზარსა და სავაჭრო ცენტ „დი-ენ-შოპ“-ში შედგა. მაჟორიტარობის კანდიდატები, ბაზრის ადმინისტრაციის წარმომადგენლებსა და მოვაჭრეებს შეხვდნენ. ბაზრის ტერიტორიაზე დასაქმებულ მოვაჭრეებთან გამართულ შეხვედრაზე, საარჩევნო კანდიდატებმა საკუთარი საარჩევნო პროგრამა წარადგინეს და მათი პრობლემები მოისმინეს. შეხვედრები ყოველდღიურ რეჟიმში გაგრძელდება.