გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    აპრილი 2024    »
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
2930 

სეტყვის საწინააღმდეგო სისტემამ კახეთში სეტყვასაშიში პროცესები განეიტრალდა

16-09-2020

სეტყვის საწინააღმდეგო სისტემის მუშაობის შედეგად, მიმდინარე წლის 15 სექტემბერს კახეთის ოთხ რაიონში სეტყვასაშიში პროცესები განეიტრალდა.

ბუნებრივ მოვლენებზე აქტიური ზემოქმედების ცენტრის ინფორმაციით, 209 კმ2 საერთო ფართობის მქონე შიდა მასიური ტიპის ღრუბლის მასებმა რეგიონში დღის მეორე ნახევარში დაიწყო ჩამოყალიბება.

კრიტიკულ ეტაპზე სეტყვის მოსვლის ალბათობამ 100 % შეადგინა, მოსალოდნელი მარცვლების ზომა 42,6 მმ იყო.

ბუნებრივ მოვლენებზე აქტიური ზემოქმედების ცენტრის მიერ, ახმეტის, საგარეჯოს, გურჯაანის და სიღნაღის რაიონებში 17:32 სთ-დან 23:28 საათამდე ღრუბლის მასები რამდენიმე ეტაპად დამუშავდა. გასროლილი იქნა 150 ერთეულამდე რაკეტა. 

სარაკეტო დამუშავების შედეგად ნალექის დიდი ნაწილი წვიმის სახით ჩამოიცალა, მცირე რაოდენობის სეტყვის მოსვლა სიღნაღის რაიონში სროლისთვის შეზღუდულ სექტორში დაფიქსირდა.

ბუნებრივ მოვლენებზე აქტიური ზემოქმედების ცენტრის მიერ მონიტორინგი 24 საათიან რეჟიმში გრძელდება.