გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    ივლისი 2025    »
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
28293031 

თსუ-ს საერთო საცხოვრებელში სტუდენტს კოვიდ-19 დაუდასტურდა

17-09-2020

ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტს, რომელიც ბაგების საერთო საცხოვრებელში ცხოვრობს, გუშინ კოვიდ-19 დაუდასტურდა. სტუდენტი გადაიყვანეს ცხელების ცენტრში. მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია.

სტუდენტის დაინფიცირების წყაროს თსუ არ წარმოადგენს - ამის შესახებ თსუ-ს პრესსამსახურის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია ნათქვამი.

"თსუ-ში ადმინისტრაციული და აკადემიური რეგისტრაცია და სწავლა დისტანციურად მიმდინარეობს, შესაბამისად, დაინფიცირებულ სტუდენტს ლექტორებთან და სხვა სტუდენტებთან კონტაქტი არ ჰქონია.

თსუ ბაგების საერთო საცხოვრებელში გუშინვე ჩატარდა დეზინფექცია. მასთან კონტაქტში მყოფი პირები გადაყვანილი არიან კარანტინში. საერთო საცხოვრებელში უსაფრთხოების ყველა ზომაა მიღებული.

საერთო საცხოვრებლისა და უნივერსიტეტის ადმინისტრაცია დაავადებათა კონტროლის ცენტრის რეკომენდაციების შესაბამისად მოქმედებს" - აცხადებენ თსუ - ში.