გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    ოქტომბერი 2025    »
 12345
6789101112
13141516171819
20212223242526
2728293031 

გოჩა ენუქიძე ცაგერში სამხატვრო სკოლის, მუზეუმისა და სატყეო სამსახურის თანამშრომლებს შეხვდა

18-09-2020

,,ქართული ოცნება დემოკრატიული საქართველოს“ მესტიის, ცაგერის, ლენტეხის, ამბროლაურისა და ონის მაჟორიტარი და მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი, გოჩა ენუქიძე, ცაგერის მუნიციპალიტეტში, სამხატვრო სკოლის, მუზეუმისა და სატყეო სამსახურის თანამშრომლებს შეხვდა.

„სიამაყის შეგრძნება დამეუფლა ახლადრეაბილიტირებული სურათების გალერიისა და ისტორიული მუზეუმის შენობების მონახულებისას. ლეჩხუმი უნიკალური მხარეა, თავისი ისტორიული ძეგლებით, ამიტომ მნიშვნელოვანია სათანადოდ იქნას შეფასებული მათი და იმ ადამიანების ღვაწლი, რომლებიც ჩვენ ყველას, ამ დიდებულ ისტორიას სამაგალითოდ გვინარჩუნებენ“-განაცხადა გოჩა ენუქიძემ.