გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    აპრილი 2025    »
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
282930 

რესან კონცელიძე წინასაარჩევნო კამპანიის ფარგლებში ბათუმში მოსახლეობას ხვდება

23-09-2020

საქართველოს პარლამენტში, „ქართული ოცნების“ ბათუმის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი, რესან კონცელიძე, ბათუმელ ამომრჩეველთან შეხვედრებს განაგრძობს. მორიგი შეხვედრა მაჟორიტარობის კანდიდატმა რუსთაველისა და გორგილაძის ქუჩის მოსახლეობასთან გამართა.

„ამომრჩეველთან შეხვედრა, მათთან პირადი გასაუბრება და იმ მტკივნეული საკითხების მიმოხილვა, ჩემთვის ისევე მნიშნელოვანია, როგოც ჩემი ამომრჩევლისათვის. ამიტომ, ჩვენს გუნდთან ერთად, პირადად ვხვდებით ყოველი უბნის, ქუჩის, ჩიხის მოსახლეობას. ბათუმის ეს ერთ-ერთი კოლორიტული უბანი, ქალაქის ცენტრალური გამზირი, თავისთავად, განაპირობებს მოსახლეობის სპეციფიურ ინტერესებსა და მოთხოვნებს და დარწმუნებული ვარ, მათი გათვალისწინება კიდევ უფრო დაგვეხმარება ჩვენი ქალაქის კეთილდღეობაზე ზრუნვის პროცესში“- აღნიშნა რესან კონცელიძემ.

როგორც, დეპუტატი აღნიშნავს, თითოეული მოქალაქის აზრი, შეთავაზება, რჩევა მნიშნელოვანია, როგორც პრობლემების გადაჭრისათვის, აგრეთვე ოპერატიული და ოპტიმალური გზების შერჩევისა და მათი სწორად დაგეგმვისათვის. მსგავსი ურთიერთინფორმატიულობა, როგორც ბათუმის მომავალი წარმომადგენლის, სამოქმედო პროგრამის შემუშავებისას ძირეული საყრდენი იქნება.