გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    აპრილი 2024    »
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
2930 

მიხეილ ჩხენკელის განცხადება სწავლის საკლასო ოთახებში განახლებასთან დაკავშირებით

24-09-2020

კორონავირუსის პრევენციის მიზნით, უწყებათაშორისი საბჭოს გადაწყვეტილებით, თბილისში, რუსთავში, ქუთაისსა და ზუგდიდში 1-ლი ოქტომბრიდან I-VI კლასის მოსწავლეებისთვის სწავლა საკლასო ოთახებში განახლდება, ხოლო VII-XII კლასებისთვის აღნიშნულ ქალაქებში სასწავლო პროცესი დისტანციურ რეჟიმში გაგრძელდება.

- 1-ლი ოქტომბრიდან გორსა და ფოთში სასწავლო პროცესი საკლასო ოთახებში გაგრძელდება ყველა კლასის მოსწავლისთვის.

- 1-ლი ოქტომბრიდან მთელი აჭარის ტერიტორიაზე სასწავლო პროცესი დისტანციურ რეჟიმში გაგრძელდება.

- თუ მშობელს ურჩევნია, რომ ბავშვმა გააგრძელოს სწავლა დისტანციურ ფორმატში, მას ამის შესაძლებლობა ექნება. ეს პროცესი სკოლების მიერ იქნება ორგანიზებული. სწავლის დისტანციურად გაგრძელების თაობაზე მშობელი მიმართავს სკოლას, რომელიც მას დაარეგისტრირებს და მის მოთხოვნას უზრუნველყოფს.

- სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების ყველა კლასის მოსწავლეები, გარდა აჭარის რეგიონისა,1-ლი ოქტომბრიდან დაუბრუნდებიან სასწავლო პროცესს სკოლებში სპეციალურად მათთვის განკუთვნილ რესურს ოთახში.

- უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებსა და პროფესიულ სასწავლებლებში სასწავლო პროცესი ამ ეტაპზე დისტანციურ რეჟიმში შენარჩუნდება.

მიხეილ ჩხენკელი: „დღეს უწყებათაშორის საბჭოზე მივიღეთ უაღრესად მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებები განათლებასთან დაკავშირებით, რომელსაც საზოგადოებას გავაცნობთ.
აჭარის მთლიან რეგიონში საგანმანათლებლო პროცესი ყველა საფეხურზე ნარჩუნდება დისტანციურ ფორმატში.

რაც შეეხება სკოლებს – 1-ლი ოქტომბრიდან თბილისში, რუსთავში, ქუთაისსა და ზუგდიდში I-VI კლასის მოსწავლეები ბრუნდებიან საკლასო ოთახებში. ეს არის უაღრესად მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება, განსაკუთრებით ყველაზე პატარებისთვის.

გორსა და ფოთში, სადაც, როგორც იცით, სასწავლო პროცესი დისტანციური ფორმატით მიმდინარეობდა, 1-ლი ოქტომბრიდან ყველა კლასის მოსწავლე საკლასო ოთახებში დაბრუნდება.

სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მოსწავლეები, გარდა აჭარის რეგიონისა, ასევე, 1-ლი ოქტომბრიდან სპეციალურად მათთვის განკუთვნილ რესურს ოთახში შეხვდებიან სპეცმასწავლებლებს. ეს არის უაღრესად მნიშვნელოვანი მათთვის. ეს იქნება პედაგოგებთან პირისპირ შეხვედრები საგანგებოდ შემუშავებული გრაფიკით, რომელიც მშობლებთან იქნება შეთანხმებული.

ჩვენ საზოგადოებას ვთავაზობთ მაქსიმალურად მოქნილ სისტემას. კერძოდ, თუ მშობელს ურჩევნია, რომ ბავშვმა გააგრძელოს სწავლა დისტანციურ ფორმატში, მას ამის შესაძლებლობა ექნება. ეს პროცესი სკოლების მიერ იქნება ორგანიზებული. სწავლის დისტანციურად გაგრძელების თაობაზე მშობელი მიმართავს სკოლას, რომელიც მას დაარეგისტრირებს და მის მოთხოვნას უზრუნველყოფს. ეს არის მაქსიმალურად მოქნილი სისტემა, რომელიც მორგებულია ყველას ინტერესებზე.

უმაღლეს სასწავლო დაწესებულებებსა და პროფესიულ სასწავლებლებში ამ ეტაპზე დისტანციური სწავლება შენარჩუნდება, თბილისში, ქუთაისში, რუსთავში, ზუგდიდსა და, როგორც მოგახსენეთ, მთლიანად აჭარაში. ადაპტაციის პროცესიდან გამომდინარე გადაწყვეტილებას არადისტანციურად სწავლის გაგრძელება/განახლების შესახებ უმაღლეს სასწავლო დაწესებულებებსა და პროფესიულ სასწავლებლებში უახლოეს მომავალში გაცნობებთ.“