გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    აპრილი 2024    »
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
2930 

ნადირობის სეზონის გახსნიდან დღემდე ქვეყნის მასშტაბით უკანონო ნადირობის 304 ფაქტი გამოვლინდა

25-09-2020

თანამშრომლები ნადირობის წესების დარღვევის გამოვლენისა და უკანონო ნადირობის აღკვეთის მიზნით, საქართველოს მასშტაბით 24-საათიან გაძლიერებულ კონტროლს ახორციელებენ. ნადირობის სეზონის გახსნიდან დღემდე, საქართველოს მასშტაბით, უკანონო ნადირობის 304 ფაქტი გამოვლინდა.

უკანონო ნადირობის ყველაზე მეტი -230 ფაქტი დაფიქსირდა დასავლეთის რეგიონული სამმართველოს სამოქმედო ტერიტორიაზე. გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის თანამშრომლებმა სამცხე-ჯავახეთში უკანონო ნადირობის - 21, აღმოსავლეთის რეგიონული სამმართველოს სამოქმედო ტერიტორიაზე - 18, აჭარასა და გურიაში - 14, სამეგრელო-ზემო სვანეთში - 7, ქვემო ქართლში - 6, კახეთში კი 5 ფაქტი გამოავლინეს.
22 აგვისტოდან დღემდე, უკანონო ნადირობის 3 ფაქტი დედაქალაქშიც დაფიქსირდა.

გამოვლენილი სამართალდარღვევებიდან 20 შემთხვევაში, სამართალდამრღვევები გარემოდან გადამფრენი ფრინველების ამოღებაზე დაწესებული მოსაკრებლის გადახდის დამადასტურებელი ქვითრის გარეშე ნადირობდნენ, 12 მონადირეს კი, დაურეგისტრირებელი იარაღი აღმოაჩნდა. ამავე პერიოდში, გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის თანამშრომლებმა 279 ხელნაკეთი მოწყობილობა ე.წ. „მანოკი“ ამოიღეს.

გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტი მოქალაქეებს მოუწოდებს, კანონდარღვევის დაფიქსირების შემთხვევაში, მიმართონ გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ცხელ ხაზს - 153 (ინდექსის გარეშე, ზარი უფასოა, ანონიმურობა დაცულია), რათა დეპარტამენტის შესაბამისმა რეგიონულმა სამმართველომ მყისიერი რეაგირება მოახდინოს.