გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    სექტემბერი 2025    »
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
2930 

კომერციული ბანკების აქტივების მოცულობა 0.39 პროცენტით შემცირდა

25-09-2020

მიმდინარე წლის აგვისტოში, წინა თვესთან შედარებით, საქართველოს კომერციული ბანკების მთლიანი აქტივები (მიმდინარე ფასებში) 197.39 მლნ ლარით, ანუ 0.39 პროცენტით შემცირდა (გაცვლითი კურსის ეფექტის გარეშე 0.01 პროცენტით შემცირდა) და 2020 წლის პირველი სექტემბრისათვის 50.98 მლრდ ლარი შეადგინა.

საბანკო სექტორის სააქციო კაპიტალი 5.38 მლრდ ლარს შეადგენს, რაც კომერციული ბანკების მთლიანი აქტივების 10.55 პროცენტია.

2020 წლის პირველი სექტემბრის მდგომარეობით, საქართველოს საბანკო სექტორი 15 კომერციული ბანკითაა წარმოდგენილი; მათ შორის 14 - საწესდებო კაპიტალში უცხოური კაპიტალის მონაწილეობით.