გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    ივლისი 2025    »
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
28293031 

წალკის სკოლის მოსწავლეები ნიადაგის კვლევის ლაბორატორიას ესტუმრნენ

7-03-2018

სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის ნიადაგის ნაყოფიერების კვლევის სამსახურის ივანე სარიშვილის სახელობის ნიადაგის კვლევის ლაბორატორიას წალკის №1 საჯარო სკოლის უფროსკლასელები ესტუმრნენ და სამუშაო პროცესს გაეცნენ. სკოლის მოსწავლეთა ვიზიტი ნიადაგმცოდნეთა საერთაშორისო საზოგადოების მიერ (International Union of Soil Sciences - IUSS) დაფინანსებული საგრანტო პროექტის ფარგლებში განხორციელდა, რომელსაც ნიადაგის ნაყოფიერების კვლევის სამსახურის ლაბორატორიის უფროსი გიორგი ღამბაშიძე ხელმძღვანელობს.
მოსწავლეებმა დასხივებულ და დაუსხივებელ თესლზე დაკვირვება და ანალიზი განახორციელეს, ასევე დასხივებული თესლის რადიაციის დონის განსაზღვრაში მიიღეს მონაწილეობა.
პროექტის მიზანი საშუალო სკოლებში „ნიადაგის კუთხის“ მოწყობაა, სადაც ნიადაგის მნიშვენლობაზე, ეკოსისტემაში მის ფუნქციებსა და დაცვასთან დაკავშირებულ საკითხებზე ინფორმაცია განთავსდება.
პროექტის მონაწილე სკოლის მოსწავლეებისთვის რეგულარულად ეწყობა გაცნობითი ტური ნიადაგის ნაყოფიერების კვლევის სამსახურის ლაბორატორიაში, რომლის დროსაც მოზარდები ნიადაგის საველე და ლაბორატორიული კვლევის თანამედროვე მეთოდებს ეცნობიან.