გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    ივნისი 2025    »
 1
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
30 

ლანჩხუთის მერმა აფხაზეთში დაღუპული გმირების საფლავი ყვავილებით შეამკო

27-09-2020

სოხუმის დაცემის დღესთან დაკავშრებით ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის მერმა, ალექსანდრე სარიშვილმა და საკრებულოს თავმჯდომარე, ბესიკ ტაბიძემ ადგილობრივი ხელისუფლების სხვა წარმომადგენლებთან ერთად აფხაზეთში, საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისათვის დაღუპული, გმირების საფლავები ყვავილებით შეამკეს.

"27 სექტემბერი საქართველოს უახლეს ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე ტრაგიკული დღეა.
ყოველთვის უნდა გვახსოვდეს იმ ბიჭების სახელები, რომლებმაც გმირულად გასწირეს თავი ჩვენი ქვეყნის მთლიანობისათვის და პატივი მივაგოთ მათ ხსოვნას" - განაცხადა ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის მერმა, ალექსანდრე სარიშვილმა.