გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    ოქტომბერი 2025    »
 12345
6789101112
13141516171819
20212223242526
2728293031 

სიღნაღში სარწყავი არხები იწმინდება

28-09-2020

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს შპს „საქართველოს მელიორაცია“ ქვეყნის მასშტაბით სადრენაჟე და საირიგაციო ინფრასტრუქტურულ სამუშაოებს აქტიურად ახორციელებს.

კახეთში, წნორის კომპლექსების ტერიტორიაზე, ბოდბისხევის კოლექტორიდან გამომავალი სარწყავი არხის აღდგენითი სამუშაოები მიმდინარეობს.

დანალექისა და ხე-მცენარეებისგან 8 500 მეტრი სიგრძის მონაკვეთი იწმინდება.

ჩატარებული სამუშაოების შედეგად, სიღნაღის მუნიციპალიტეტში 180 ჰექტარი სატბორე მეურნეობისთვის და 60 ჰექტარი სასოფლო-სამეურნეო მიწის ფართობისთვის სარწყავი წყლის მიწოდება გაუმჯობესდება.

საქართველოს მელიორაციამ არხის მოწესრიგების სამუშაოები სექტემბერში დაიწყო და ოქტომბრის შუა რიცხვებში დასრულდება.