გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    მაი 2025    »
 1234
567891011
12131415161718
19202122232425
262728293031 

ნიკა ჩიტაძე: კანონსაწინააღმდეგო ქმედებები, რომლის ერთ-ერთი მაგალითიც ბოლნისში მომხდარი დაპირისპირებაა, საარჩევნო პროცესს დიდ ჩრდილს აყენებს

29-09-2020

„კანონსაწინააღმდეგო ქმედებები, რომლის ერთ-ერთ მაგალითს ბოლნისში არსებული დაპირისპირება წარმოადგენს, საარჩევნო პროცესს დიდ ჩრდილს აყენებს“- აცხადებს პოლიტოლოგი ნიკა ჩიტაძე.

მისი თქმით, მომხდარზე, აუცილებელია ობიექტური გამოძიება ჩატარდეს.

„ხელისუფლების წარმომადგენელთა მხრიდან გაკეთდა რამდენიმე განცხადება იმასთან დაკავშირებით, რომ მთავრობას სურს, საარჩევნო კამპანია ჩატარდეს მშვიდობიანად და სამართლიანად. აღნიშნული, თავის მხრივ, პრაქტიკაში უნდა იქნეს განხორციელებული. აუცილებელია ჩატარდეს ობიექტური გამოძიება იმასთან დაკავშირებით, თუ რა მოხდა რეალურად ბოლნისში და რა გახლდათ დაპირისპირების დაწყების ძირითადი მიზეზი" - მიაჩნია ნიკა ჩიტაძეს.

მისივე განცხადებით, საქართველოში მიმდინარე არჩევნებს აკვირდებიან საერთაშორისო პარტნიორები და წინაასაარჩევნო კამპანიის დროს დაფიქსირებული დარღვევები და მათი გამოუძიებლობა ნეგატიურად აისახება საქართველოს საერთაშორისო იმიჯზე.

„სხვადასხვა ოპოზიცური პარტიებისადა არასამთავრობო ორგანიზაციების მხრიდან კეთდება განცხადებები, რომ ხელისუფლების მხრიდან დაწყებულია საჯარო მოხელეების მობილიზება და ხშირად ფიქსირდება არაკანონიერი ზეწოლის ფაქტები, მათ შორის პირადობის მოწმობების მოთხოვნა, რაც, სავარაუდოდ, წინასაარჩევნო მიზნებს ემსახურება. სამართალდამცავი ორგანოების მხრიდან რეაგირება ამ შემთხვევაშიცაა მნიშვნელოვანი, მითუმეტეს რომ საქართველოში მიმდინარე არჩევნებს აკვირდებიან საერთაშორისო პარტნიორები და წინაასაარჩევნო კამპანიის დროს დაფიქსირებული დარღვევები და მათი გამოუძიებლობა ნეგატიურად აისახება საქართველოს საერთაშორისო იმიჯზე“- მიაჩნია ნიკა ჩიტაძეს.