კვირა, ივნისი 29, 2025
გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    ივნისი 2025    »
 1
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
30 

TOP.GE
რესან კონცელიძე და ტიტე აროშიძე დაბა ჩაქვის მოსახლეობას შეხვდნენ

1-10-2020

წინასაარჩევნო კამპანიის ფარგლებში, „ქართული ოცნების“ ბათუმის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი, რესან კონცელიძე, უმაღლესი საბჭოს მაჟორიტარობის კანდიდატ ტიტე აროშიძესთან ერთად, დაბა ჩაქვის ადგილობრივ მოსახლეობას შეხვდა.

როგორც დეპუტატობის კანდიდატის საარჩევნო შტაბიდან გვაცნობეს, შეხვედრაზე, მაჟორიტარობის კანდიდატებმა პირადად მოისმინეს ის პრობლემები, რომლებიც ამ დასახლების მოსახლეობას აწუხებს და რისი გათვალისწინებაც პრიორიტეტული იქნება სამომავლოდ.

შეხვედრის დასასრულს, კანდიდატებმა მოსახლეობას საკანონმდებლო და აღმასრულებელ ორგანოებში შუამდგომლობას და რიგი საკითხების გადაწყვეტის პროცესში ჩართულობას დაპირდა.

„დიდი მადლობა მინდა გადავუხადო დაბა ჩაქვის მოსახლეობას, ასეთი თბილი დახვედრისათვის. მათი მხარდაჭერა და ძალა, დღეს, ყველაზე მეტად ვიგრძენი. მე ამ დაბის წარმომადგენელი გახლავართ და გადამეტებული არ იქნება, თუ ვიტყვი, რომ თითოეული აქაური ოჯახის ყოფა-ცხოვრება, სატკივარი და პრობლემა ჩემთვის კარგად არის ნაცნობი. მჯერა, 31 ოქტომბერს, ჩაქველი მოსახლეობა ღირსეულ არჩევანს გააკეთებს საქართველოსა და ჩვენი კუთხის საკეთილდღეოდ“, - განაცხადა რესან კონცელიძემ.