გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    მაი 2025    »
 1234
567891011
12131415161718
19202122232425
262728293031 

თავდაცვის სამინისტრო ტელეკომპანია „მთავარ არხს“ სიცრუის გავრცელებაში სდებს ბრალს

1-10-2020

საქართველოს თავდაცვის სამინისტრო ტელეკომპანია „მთავარ არხს“ სიცრუის ტირაჟირებაში ადანაშაულებს.
სამინისტროს განცხადებას უცვლელად გთავაზობთ:

„გვსურს გამოვეხმაუროთ „ნაციონალური მოძრაობისა“ და მათი პარტიული ტელევიზიის, „მთავარი არხის“ მხრიდან, საქართველოს თავდაცვის ძალების მიმართ მორიგ ცილისმწამებლურ და აბსურდულ ბრალდებას, თითქოსდა სამხედრო პოლიციის თანამშრომელი ჩართული იყო საარჩევნო პროცესში და ცდილობდა ოპოზიციის წარმომადგენლის დაშინებას.

ბრალდებები სამხედრო პოლიციის პოლიტიზირებაზე არის სრულიად აბსურდული და თავდაცვის ძალების რეპუტაციის დაზიანებისკენ მიმართული. რაც შეეხება ფაქტს, სენაკის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე სამხედრო პოლიციის გამომძიებელსა და კონკრეტულ მოქალაქეს შორის ადგილი ჰქონდა საგზაო ინციდენტს და ამ ფონზე სიტყვიერ შელაპარაკებას. აღნიშნულ ფაქტზე შსს-ს მიერ დაწყებულია გამოძიება, რომელთანაც სამხედრო პოლიციის თანამშრომელი სრულად თანამშრომლობს. გამოძიების დასრულებამდე, მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით რაიმე ტიპის სპეკულაციები და ცილისწამება არის სრულიად მიუღებელი“- ნათქვამია განცხადებაში.