გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    მარტი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
25262728293031

ექსპორტზე გასული ატმის ღირებულებამ 21.3 მლნ დოლარი შეადგინა

6-10-2020

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ინფორმაციით, მიმდინარე წელი ატმისა და ვაშლატამას განსაკუთრებით მაღალი მოსავლით გამოირჩეოდა და წარმოების ზრდასთან ერთად, გაიზარდა ხარისხიც.

უწყების ცნობით, 2020 წლის 1-ლი მაისიდან 4 ოქტომბრამდე პერიოდში, განხორციელდა 25.3 ათასი ტონა ატმისა და ვაშლატამას ექსპორტი, რომლის ღირებულებამ 21.3 მლნ აშშ დოლარი შეადგინა. აღნიშნულ პერიოდში განხორციელებული ატმისა და ვაშლატამას ექსპორტის მოცულობა 2-ჯერ აღემატება 2019 წლის ანალოგიურ პერიოდში განხორციელებული ექსპორტის მოცულობის მაჩვენებელს, კერძოდ, ექსპორტის ღირებულება 8.8 მლნ აშშ დოლარით გაიზარდა.

მიმდინარე წელს წარმოებული ატმისა და ვაშლატამას ექსპორტი, ძირითადად, განხორციელდა შემდეგ ქვეყნებში: რუსეთი - 16 769 ტონა, სომხეთი - 7 510 ტონა, აზერბაიჯანი - 567 ტონა. აღნიშნული ქვეყნების გარდა, ექსპორტი ყაზახეთში, უკრაინაში, პოლონეთში, მოლდოვაში, სლოვენიაში, სინგაპურსა და ყატარში განხორციელდა.

მოსავლის შეუფერხებლად დაბინავებისა და რეალიზებისთვის, სრული დატვირთვით 22 სამაცივრო მეურნეობა მუშაობდა.

ატმის ექსპორტის ხელშეწყობის მიზნით, საჭირო დოკუმენტაციის მომზადება და გაცემა „ერთი ფანჯრის“ პრინციპით განხორციელდა. პროცესში ფიტოსანიტარიული და საბაჟო სამსახურების წარმომადგენლები იყვნენ ჩართულები.

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროში შეიქმნა სამუშაო ჯგუფი, რომელიც ინფორმაციის მოპოვების, სისტემატიზაციის, ფერმერებისა და ატმის რეალიზატორების დაკავშირების მიმართულებებით აქტიურად მუშაობდა.