გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    ივლისი 2025    »
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
28293031 

კასპის სოფელ ახალქალაქში ღვთისმშობლის ეკლესიის კომპლექსის ციხე-გალავან რეაბილიტაცია უტარდება

6-10-2020

კასპის მუნიციპალიტეტის სოფელ ახალქალაქში ღვთისმშობლის ეკლესიის კომპლექსის ციხე-გალავნის (კოშკებით) რეაბილიტაციის სამუშაოები მიმდინარეობს.

მუნიციპალიტეტის მერიის პრესსამსახურის ინფორმაციით, სრულად აღდგება კომპლექსი, მოეწყობა საგამოფენო დარბაზი, საოფისე სივრცე, მოსასვენებე, საინფორმაციო ცენტრი და ამფითეატრი.

სამუშაოების ღირებულება 557 602 ლარია და მას სს "სამშენებლო კომპანია"ივერთმშენი“ ასრულებს.

„კომპლექსის რეაბილიტაცია 2021 წელს დასრულდება. კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის აღდგენა ტურისტისთვის - კიდევ ერთ საინტერესო ადგილი გახდება და ხელს შეუწყობს ვიზიტორების სიმრავლეს.

მუნიციპალიტეტის მერიის მიზანია ხელი შეუწყოს ტურისტული ობიექტების და ტურისტული ინფრასტრუქტურის განვითარებას“ - აღნიშნა კასპის მუნიციპალიტეტის მერის მოვალეობის შემსრულებელმა თამაზ ტატანაშვილმა.