7-10-2020
პოლიტიკური გაერთიანება „ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს” ოზურგეთის, ლანჩხუთისა და ჩოხატაურის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი, ვასილ ჩიგოგიძე ჩოხატაურის სოფლების – ჩხაკაურასა და ქვაბღის მოსახლეობას შეხვდა. შეხვედრას „ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს” ჩოხატაურის საოლქო ორგანიზაციის წარმომადგენლები ესწრებოდნენ.
„მოსახლეობასთან შეხვედრები შესაძლებლობას გვაძლევს, მუნიციპალიტეტისა და სოფლის საჭიროებები უკეთ გავიცნოთ, ადგილობრივებს პრობლემური საკითხების მოგვარებაში დავეხმაროთ და თითოეული მოქალაქის კეთილდღეობისთვის ვიზრუნოთ.
აღნიშნულ სოფლებში მიმდინარეობს შიდა გზების მოწესრიგება, გარკვეულ მონაკვეთებზე დაიგო ბეტონის გზა. პრობლემად რჩება გაზიფიცირების საკითხები, რომლებსაც ჩვენს გუნდთან ერთად გადავჭრით. მჯერა, 2020 წლის არჩევნებზე, მოსახლეობის მხარდაჭერას მოვიპოვებთ. მადლობას ვუხდი თითოეულ მოქალაქეს მხარდაჭერისათვის”, – განაცხადა ვასილ ჩიგოგიძემ.