გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    ივნისი 2025    »
 1
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
30 

იოსებ ხახალეიშვილი ქუთაისის მე-2 და მე-5 პოლიკლინიკების მედპერსონალს შეხვდა

7-10-2020

"ქართული ოცნება - დემოკრატიური საქართველოს" ქუთაისის მერობის კანდიდატი იოსებ ხახალეიშვილი მაჟორიტარობის კანდიდატთან ზაზა ლომინაძესთან ერთად საარჩევნო კამპანიის ფარგლებში დღეს ქუთაისის მე-2 და მე-5 პოლიკლინიკებს ესტუმრა და მედპერსონალს შეხვდა.

კანდიდატმა სამედიცინო სფეროს წარმომადგენლებს საარჩევნო სტრატეგია და სამომავლო გეგმები გააცნო.

შეხვედრაზე კორონავირუსის პანდემიის გათვალისწინებით ჯანდაცვის სფეროს წინაშე არსებულ გამოწვევებთან ერთად, სხვადასხვა საკითხებს შეეხო.

"მედიცინის სფეროს წარმომადგენლების აზრი და შეხედულება ყველა ვითარებაში გასათვალიწინებელია, რადგან მათზე ჩვენი მოქალაქეების ჯანმრთელობა და სიცოცხლეა დამოკიდებული და ამ მიმართულებით ჩვენზე უკეთესად აფასებენ სიტუაციას. ახლა მათ კიდევ უფრო დიდი დატვირთვა უწევთ ეპიდემიოლოგიური მდგომარეობიდან გამომდინარე, თუმცა დაღლას არასოდეს იმჩნევენ და ისე ემსახურებიან თითოეულ ადამიანს. სწორედ ასე დაუღალავად უნდა ვიმუშაოთ ყველამ ჩვენი ქალაქისთვის. მოხარული ვარ, რომ მაქვს მათი მხარდაჭერა, ყოველთვის მოვისმენ მათ შეხედულებებს და გავითვალისწინებ, რადგან მათ სწორად ესმით ბევრი პრობლემა და მზად არიან მის გადასაჭრელად ჩვენს გვერდით დადგნენ", - განაცხადა იოსებ ხახალეიშვილმა.

ქუთაისის მე-5 და მე-2 პოლიკლინიკები, ქუთაისსა და მის შემოგარენს უკვე 20 წელზე მეტია, ემსახურებიან.