გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    აპრილი 2024    »
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
2930 

იოსებ ხახალეიშვილი და ზაზა ლომინაძე დევნილთა კორპუსში მცხოვრებ მოქალაქეებს შეხვდნენ

7-10-2020

პოლიტიკური გაერთიანება "ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს" ქუთაისის მერობის კანდიდატი, იოსებ ხახალეიშვილი და მაჟორიტარობის კანდიდატი, ზაზა ლომინაძე, აღმაშენებლის გამზირზე მდებარე დევნილთა კორპუსში მცხოვრებ მოქალაქეებს შეხვდნენ.

შეხვედრას იუსტიციისა და სამოქალაქო ინტეგრაციის საკითხებში აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მინისტრი, დავით ფაცაცია ესწრებოდა.

მერობის კანდიდატის თქმით, დევნილთა კორპუსების ინფრასტრუქტურის მოწესრიგებაზე მუშაობა ინტენსიურად ხორციელდება და ქუთაისის მერია აფხაზეთიდან დევნილების კეთილდღეობაზე ზრუნვას გააგრძელებს.

"მახარებს, რომ აფხაზეთიდან დევნილი ჩვენი თანამემამულეები ქუთაისს საკუთარ მშობლიურ ქალაქად მიიჩნევენ, ეს ასეც არის, რადგან ეს ქალაქი მათთვის უკვე მშობლიურია, თუმცა ჩვენი სახელისუფლებო გუნდი ყველაფერს გააკეთებს იმისთვის, რომ ეს ადამიანები საკუთარ მიწა-წყალს დაუბრუნდნენ, სადაც ყოველი ქვა და კენჭი მათთვის მშობლიურია, იქამდე კი მათთზე ზრუნვას აქ გავაგრძელებთ“, -განაცხადა იოსებ ხახალეიშვილმა.

მისივე განცხადებით, მერია, აფხაზეთიდან დევნილი მოსახლეობის საცხოვრებელი ბინების ინფრასტრუქტურულსა და კომუნალურ პრობლემებს მოაგვარებს.

„აფხაზეთიდან დევნილებს საცხოვრებელი ბინები, რომლითაც ისინი სახელმწიფომ უზრუნველყო, ძირითადად, დაკანონებული აქვთ. ორ კორპუსში არსებობდა ლიფტების პრობლემა, რომელიც მერიის პროგრამის ფარგლებში ფინანსდება, ტენდერი დასრულებულია და ორივე კორპუსში ლიფტები ოქტომბრის ბოლომდე რეაბილიტირდება. ასევე, მერია აღნიშნული კორპუსების ინფრასტრუქტურის მოწესრიგებასა და რიგი კომუნალური პრობლემების მოგვარებას უზრუნველყოფს“, - აღნიშნა იოსებ ხახალეიშვილმა.