გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    აპრილი 2024    »
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
2930 

ზაალ ანჯაფარიძე: არჩევნების დისკრედიტაცია და შემდეგ მღვრიე წყალში თევზის დაჭერა ოპოზიციის მთავარი მიზანია

7-10-2020

„ყოფილი ხელისუფლების წამომადგენლებს რატომღაც მეხსიერება ღალატობთ ხოლმე როდესაც საქმე მათი მმართველობის დროს ჩატარებულ არჩევნებს ეხება. ასე მოუვიდა ცესკოს ყოფილ თავმჯდომარეს გურამ ჩალაგაშვილს, რომელიც წესით, არ უნდა ყოფილიყო აფილირებული არცერთ პოლიტიკურ ძალასთან, თუმცა ცესკოს დატოვების შემდეგ პირდაპირ „ნაციონალურ მოძრაობაში“ აღმოჩნდა, ისევე როგორც, ამ თანამდებობაზე მისი წინამორბედი და მემკვიდრე.“ - აცხადებს ანალიტიკოსი ზაალ ანჯაფარიძე.

მისი თქმით, ამჯერად უკვე პოლიტიკოსი ჩალაგაშვილი ამჟამინდელ ცესკოს დაესხა და ის მმართველი პარტიის „დანამატად“ გამოაცხადა.

„ეს განაცხადა ისე, თითქოს არ ახსოვდეს თუ ვისი დანამატი იყო ცესკო მისი და მისი შემდგომები ადგილმონაცვლეობის თავმჯდომარეობის დროს. „ნაციონალების“ პერიოდში მოქმედმა ყველა ცესკოს თავმჯდომარემ, როგორც მოსალოდნელი იყო, „ნაციონალურ მოძრაობაში“ გადაინაცვლა.

ამჟამინდელი ცესკო რომ ოპოზიციას სამიზნედ აქვს გახდილი, უკვე შეუირაღებელი თვალითაც ჩანს და ჩალაგაშვილის განცხადებაც ერთი მორიგი გასროლა იქნებოდა, რომ არა თავის ქება, თითქოს ის სანაქებო არჩევნებს ატარებდა და დამკვირვებლებს პრეტენზიები არ ჰქონდათ. მაგალითისათვის, საკმარისია 2006 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები გავიხსენოთ და უბრალოდ, დოკუმენტებს ჩავხედოთ, მათ შორის, თავად ხელისუფლებასთან დაახლოებული ექსპერტების და რაც მთავარია OSCE/ODIHR ანგარიშებს და შეფასებებს. ისიც გავითვალისწინოთ, რომ ეს ის წლებია, როდესაც საერთაშორისო საზოგადოება „ვარდების რევოლუციის“ ნირვანაში იყო ჩაძირული, საქართველოს „დემოკრატიის შუქურად“ მიიჩნევდა და შესაბამისად არაერთ დარღვევაზე, რაც წესით მათთვის განგაშის სიგნალი უნდა ყოფილიყო, თვალს ხუჭავდა და მიუხედავად ამისა, მათ ანგარიშებში გაკრიტიკებულია „ნაციონალების“ ცესკოს საარჩევნო „ინოვაცია“ არჩევნების დღეს ამომრჩევლის რეგისტრაცია და ნათქვმია, რომ საკითხის ამგვარი გადაწყვეტა, სხვა პრობლემებს შორის, ქმნის ძალაუფლების ბოროტად გამოყენებისა და მრავალჯერადი რეგისტრირების შესაძლებლობებს.

ასევე ბევრი შენიშვნაა ადმინისტრაციული რესურსის ბოროტად და ფართოდ გამოყენებაზე რომ საარჩევნო კოდექსი ამ საკითხის ორმაგი ინტერპრეტაციის საშუალებას იძლევა და ა.შ. და რომ კანონი პოლიტიკურ თანამდებობის პირებს უტოვებდა საკუთარი თანამდებობის საარჩევნოდ გამოყენების საშუალებებს. მაგალითიც კი არის მოყვანილი რომ ქუთაისში “ნაციონალური მოძრაობის” ერთ-ერთი მაჟორიტარი კანდიდატის საარჩევნო ოფისი განთავსებული იყო ქუთაისის ფოსტის შენობაში.

ეუთოს ანგარიშში კი აღნიშნულია რომ ამომრჩეველთა გარკვეულმა რაოდენობამ ვერ იპოვა თავი საარჩევნო სიებში, რომ საუბნო საარჩევნო კომისიების თანამშრომლეთა კვალიფიკაცია ბევრად უკეთესის სურვილს ტოვებდა და ა.შ.“- განაცხადა ზაალ ანჯაფარიძემ.

მისივე თქმით, ოპოზიციის და განსაკუთრებით „ნაცმოძრაობის“ამჟამინდელი თუ სხვა პარტიებში გადაბარგებული წევრები, სავარაუდოდ გააგრძელებენ ცესკოს და საარჩევნო სისტემის წინააღმდეგ საინფორმაციო-ფსიქოლოგიურ ომს უკვე ყველასთვის კარგად ნაცნობი ხელწერით, რადგან არჩევნების დისკრედიტაცია და შემდეგ მღვრიე წყალში თევზის დაჭერა მათი მთავარი მიზანია.