გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    აპრილი 2024    »
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
2930 

კორონავირუსით კიდევ 3 ადამიანი გარდაიცვალა, დაფიქსირდა 472 ახალი შემთხვევა

8-10-2020

ქვეყნის მასშტაბით გასული 24 საათის განმავლობაში კორონავირუსის 472 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა, გარდაიცვალა 3 ადამიანი და გამოჯანმრთელდა 318 პაციენტი. ამის შესახებ თბილისის ინფექციური საავადმყოფოს ბოქსირებული განყოფილების უფროსმა, მარინა ენდელაძემ განაცხადა. „გასული დღე-ღამის განმავლობაში კოვიდინფექციის 472 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. ამჟამად, ქვეყნის მასშტაბით, სულ 10225 შემთხვევაა დაფიქსირებული, აქედან, 5553 პაციენტი გამოჯანმრთელებულია. აქტიური შემთხვევაა 4672, რომლიდანაც 60 პაციენტის მდგომარეობა კრიტიკულად მძიმეა, მათგან, 59 მართვით სუნთქვაზეა.

კოვიდინფიცირებულთა განაწილება რეგიონების მიხედვით შემდეგნაირია: აჭარაში - 230 ახალი შემთხვევაა, თბილისში - 134, იმერეთში - 68 , სამეგრელო - ზემო სვანეთში - 8, მცხეთა - მთიანეთში -5, კახეთში - 5, შიდა ქართლში - 6, ქვემო ქართლში - 8, სამცხე ჯავახეთში - 8“, - განაცხადა მარინა ენდელაძემ.

გარდაცლილი 3 ადამიანიდან ყველა აჭარის მაცხოვრებელია - ამის შესახებ კი ნონა აფაქიძემ განაცხადა.

„კორონოვირუსისგან გარდაცვალების 3 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა და ყველა აჭარის რეგიონიდანაა. გარდაცლილია 52 წლის მამაკაცი, რომელსაც აღენიშნებოდა დატვირთული ანამნეზი და ასევე - 62 და 84 წლის ქალბატონები“, - განაცხადა ნონა აფაქიძემ.